FAQ

ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ შევუკვეთოთ?

გამოწერა/შეკვეთის განხორციელება

1. რეგისტრირებული მომხმარებელივებგვერდზე ირჩევს სასურველ პროდუქციას და გამოხატავს მისი შესყიდვის ნებას. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, პროდუქცია შეიძინოს ვებგვერდზე, თავის მიერვე შექმნილი ანგარიშიდან.

1.1. “წინასარი შეკვეთა” – სპეციალური აქციის ფარგლებში გაკეთებული შეკვეთა, რომლის მიღებაც ხდება აქციით განსაზღვრულ ვადაში.

1.2. “დაჯავშნა”- მარაგის ამოწურვის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია “დაჯავშნოს”, სასურველი ნივთი/საგანი , თანხის გადახდის გარეშე. მარაგის შევსებისთანავე მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას.

2. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია კითხვებით მიმართოს მაღაზიას მისი სოციალური ქსელის მეშვეობით. dp.ge სოციალური ქსელის მიმოწერას ინტერნეტმაღაზია ინახავს.

ხშირად დასმული შეკითხვები

სად გამოვიყენოთ ECOM ის პროდუქტები

რა არის ქლორის დიოქსიდი და როგორ მოქმედებს?

მრავალი წელია, საყოველთაოდ ცნობილია ქლორის დიოქსიდის სადეზინფექციო თვისებების და ანტიბაქტერიული შესაძლებლობების შესახებ. სწორად განსაზღვრული და დარეგულირებული რაოდენობით გამოყენებისას, იგი ანადგურებს მავნე ბაქტერიებს და ამცირებს ჰაერწვეთოვანი გზით მიკრობებით დაინფიცირების რისკს.

ქლორის დიოქსიდი ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე აირის სახით არსებობს. ინტრამოლეკულური ჟანგბადის ჟანგვითი მოქმედების გამოყენებით, ქლორის დიოქსიდს სამიზნე ვირუსის ან ბაქტერიის წარმომქმნელი ცილების ეფექტური დაჟანგვა შეუძლია. იგი აგრეთვე ეფექტური დეოდორანტია, ქლორის დიოქსიდს აქვს მყრალი სუნის წარმომქმნელი სუბსტანციების დაჟანგვის ძალა.

ვინაიდან შესაძლებელია ალერგენების ცილების – ალერგიის გამომწვევი სუბსტანციების დაჟანგვა, დღემდე, უკანასკნელი წლების განმავლობაში მიმდინარეობს კვლევები და კლინიკური გამოკვლევები, მათი მტვერის გასანეიტრალებლად ქლორის დიოქსიდის აირის ეფექტური გამოყენებისთვის.

როგორ მუშაობს ქლორის დიოქსიდი ECOM-ის პროდუქტებში?

Ecom-ის პროდუქცია აღჭურვილია იაპონიაში დაპატენტებული ტექნოლოგიით, რითაც ჰაერში ქლორის დიოქსიდის ნელი, ინტენსიური და ხანგრძლივი გამოყოფა ხდება.

Ecom-ის პროდუქციის ჩვენი ასორტიმენტი შექმნილია ქლორის დიოქსიდის უსაფრთხო კონცენტრაციის თანმიმდევრულად წარმოსაქმნელად. ქლორის დიოქსიდს დაახლოებით 2.5-ჯერ უფრო ძლიერი დაჟანგვის ძალა აქვს ქლორთან შედარებით, მაგრამ რჩება გარემოსთვის უსაფრთხო საშუალებად, რამდენადაც არ წარმოქმნის არც ქლორის მავნე ნაერთებს და არც რამე გვერდით პროდუქტებს (ისეთს, როგორიცაა ტრიგალომეთანი).

Რა განსხვავებაა ECOM-ის სხვადასხვა პროდუქტს შორის მათი გამოყენების მხრივ?

E.A Mask-ი ინდივიდუალური დაცვისთვის განკუთვნილი თან სატარებელი სამკერდე ნიშანია (ე.წ. “Ბეჯი” – badge), მომჭერი სამაგრით (“კლიპსით”). ანადგურებს მიკრობებს, ბაქტერიებს, ვირუსებს და სოკოებს.

E.A Bear-ი E.A Mask-ის მსგავსი, ბირთვში ჩამონტაჟებული ფუნქციების მატარებელია, სიარულისას თან სატარებელი. გულზე ჩამოსაკიდი ზონრით. ზონარს დამატებული აქვს უსაფრთხოების გაუმჯობესებული ფუნქციები.

ECOM Box-ი ნიჟარაში მოთავსებული სპეციალიზებული ფილტრია. აშორებს უსიამოვნო სუნს, ობსა და სოკოს. გამოიყენება გარდერობებში, კომოდებში, ფეხსაცმლის კარადებში, სათავსოებსა და მცირე სივრცეებში.

ECOM Cool-ი ნიჟარაში მოთავსებული სპეციალიზებული ფილტრია. აშორებს უსიამოვნო სუნს, ობსა და სოკოს. გამოყენებისთვის უსაფრთხოა მაცივრებში ან გრილ სათავსოებში. ახანგრძლივებს საკვებისა და მალფუჭებადი პროდუქტების ვარგისიანობის ვადას.

ECOM Room Mini პორტატული ჰაერის გამწმენდია, რომელიც ფარავს 20 კვ.მ-მდე ფართობს და აშორებს მომწამვლელ აირებსა და ფორმალდეჰიდებს, უსიამოვნო სუნს და თამბაქოს კვამლს. აგრეთვე ანადგურებს ჰაერწვეთოვან მიკრობებსა და ვირუსებს დახურულ სივრცეში. ეფექტურია შენობის შიდა სივრცეებში, ისეთ ადგილებში, როგორებიცაა, საძინებლები, ტუალეტები ან სხვა ძირითადი საცხოვრებელი სივრცეები. პორტატულია და მუშაობს როგორც USB კაბელის, ასევე 4 ცალი ჩვეულებრივი, AA ელემენტის საშუალებით.

ECOM Room Mini (Filter)-ი ECOM Room Mini-ის ფილტრის კარტრიჯია. ეფექტური მოქმედების ხანგრძლივობა: 3 თვე.

ECOM Car-ი ავტომობილში გამოსაყენებელი მობილური ფილტრია. ანადგურებს უსიამოვნო სუნს, ძრავის ფორმალდეჰიდებს, ბენზოლს, თამბაქოს კვამლს და სხვა მომწამვლელ ქიმიურ აირებსა და გამონაბოლქვებს. მარტივი დამჭერის საშუალებით, ადვილად და წვალების გარეშე შეგიძლიათ მიამაგროთ სავარძლების ჯიბეებზე, საქარე მინის მზის საჩრდილობლებზე ან კარების ჯიბეებზე.

ECOM Wash-ი სარეცხთან ერთად გამოსაყენებელი რეცხვადი ბადე-პაკეტებია. ღრმად აღწევს ტანსაცმელში, სპობს მიკრობებსა და ბაქტერიებს და ასევე ამოყავს ლაქები და აქრობს უსიამოვნო სუნს

რა განსხვავებაა E.A Mask-სა და E.A Bear-ს შორის?

E.A Mask-ი და E.A Bear-ი ერთი და იგივე პროდუქტის განსხვავებული ვარიანტებია. ისინი ერთმანეთის მსგავსნი არიან ფუნქციურად და დისპერსიის კოეფიციენტით, რომლის ეფექტურობასაც მათ ბირთვში არსებული ინგრედიენტი, ქლორის დიოქსიდის მყარი ფორმა განაპირობებს. E.A Mask-ის ტარება შესაძლებელია მისი მომჭერი სამაგრის (“კლიპსის”) საშუალებით, ხოლო E.A Bear-ი კისრის გარშემო ჩამოსაკიდი ზონრით მაგრდება.

ჩემს შვილებს უყვართ E.A Mask-ი და E.A Bear-ი! რამდენად უსაფრთხოა მათი გამოყენება პატარა ბავშვებისთვის?

შესანიშნავია! მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ECOM-ის პროდუქტებში ზედმიწევნით დაცულია მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო უსაფრთხოების ორგანოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დაწესებული რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც, გარანტირებულად “უსაფრთხოა ნებისმიერ ასაკში და გარემოში გამოყენებისთვის”.

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დამოუკიდებელი სამეცნიერო ექსპერტი, ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული შესწავლისა და კლინიკური მტკიცებულებების საფუძველზე, განაგრძობენ ჩვენი ECOM-ის პროდუქციის უსაფრთხოების მხარდაჭერას.

პატარა ბავშვების მიერ პროდუქტების გამოყენების დროს, ჩვენი რჩევაა, რომ მათ ზედამხედველობა გაუწიონ ზრდასრულებმა. დარწმუნდით, რომ გასაგებად აუხსენით თქვენს ბავშვს, როგორ გამოიყენოს პროდუქტი სწორად. მაგალითად, როგორ დაიმაგროს E.A Mask-ის სამაგრი სწორად ან როგორ ატაროს E.A Bear-ის ზონარი. როგორც უსაფრთხოების დამატებითი ზომა, E.A Bear-ს აქვს ზონრის სწრაფად მოხსნის ფუნქცია, რომელიც იცავს მას გადახლართვისგან და ზედმეტი ძალდატანების გარეშე აცალკევებს მას.

ECOM-ი აგრეთვე გირჩევთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ შეკითხვები თქვენი ან თქვენი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიმე სიმპტომის ან მდგომარეობის პრევენციასთან ან მართვასთან დაკავშირებით. გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით პროდუქტის ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას, E.A Mask-თან და E.A Bear-თან დაკავშირებული დამატებითი უსაფრთხოების საკითხების შესახებ.

გავიგე, რომ იმ პროდუქტების გამოყენება, რომლებიც ქლორის დიოქსიდს გამოყოფენ, არ არის უსაფრთხო. უნდა შევწყვიტო თუ არა ECOM-ის პროდუქციის გამოყენება?

უტყუარი კლინიკური მტკიცებულებებით და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მაღალი რეპუტაციის მქონე ექსპერტების მიერ წარმოებული კვლევებით დასტურდება, რომ ქლორის დიოქსიდის მყარი ფორმა, რომელიც წარმოადგენს ECOM-ის პროდუქციის ბირთვში არსებულ ძირითად ინგრედიენტს, პირდაპირი ზემოქმედების დროს არის უსაფრთხო და ძლიერი დეზინფექტანტი.

ორი ათწლეულის განმავლობაში დაცული ოჯახები. Მას შემდეგ, რაც 2002 წელს ECOM-ის პირველი ნაწარმი გამოჩნდა, კომპანიამ საოჯახო პროდუქციის ფართო ასორტიმენტი წარმოგვიდგინა (2012 წელს დაპატენტებული E.A Mask-ის გამოშვების ჩათვლით) და ჩამოყალიბდა სანდო ბრენდად, რომელმაც დამსახურებულად დაიკავა ადგილი მსოფლიოს მრავალ ოჯახში. თითქმის ორი ათეული წელია, იგი იცავს ამ ოჯახებს – როგორც საკუთარს!

5-ჯერ უფრო უსაფრთხო. მაშინ, როდესაც მსოფლიოს წამყვანი უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილი სტანდარტით, ქლორის დიოქსიდის გამოყოფის უსაფრთხო ნორმა 0.1 ppm-ია, სიამოვნებით მოგახსენებთ, რომ ECOM-ის პროდუქციაში ეს რაოდენობა სტაბილურად 0.017 ppm-ს შეადგენს, რაც დასაშვებ ზღვარზე მინიმუმ 5-ჯერ ნაკლებია!

გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით პროდუქტის ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას, დამატებითი უსაფრთხოების საკითხების შესახებ. ECOM-ი აგრეთვე გირჩევთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ შეკითხვები თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიმე სიმპტომის ან მდგომარეობის პრევენციასთან ან მართვასთან დაკავშირებით.

როგორ გავიგო, როდის შეწყვეტენ მუშაობას E.A Mask-ი და E.A Bear-ი?

იმისათვის, რათა უზრუნველყოთ, რომ ოპტიმალურ სარგებელს მიიღებთ პროდუქტისგან, თავად პროდუქტის უკანა მხარეს ჩაინიშნეთ მისი შეფუთვის გახსნის თარიღი. შეფუთვიდან ამოღების და ჰაერთან კონტაქტის შემდგომ E.A Mask-ს და E.A Bear-ს მოქმედების ერთთვიანი ვადა აქვთ. თარიღის ჩანიშვნა აგრეთვე დაგეხმარებათ, შეგახსენოთ, როდის გააკეთოთ მომდევნო შენაძენი.

გახსოვდეთ, რომ იმისათვის, რათა მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი E.A Mask-ის და E.A Bear-ისგან, თქვენ გჭირდებათ, რომ ის ჩაანაცვლოთ ახლით!

Ჩემი E.A Mask-ი შემთხვევით წყალში ჩამივარდა. ისევ გამოდგება გამოსაყენებლად?

გახსნის შემდგომ, მოარიდეთ E.A Mask-ი წყალსა და აალებად მდგომარეობებს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით პროდუქტის ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას, E.A Mask-თან დაკავშირებული დამატებითი უსაფრთხოების საკითხების შესახებ.

E.A Mask-ის წყლით გაჟღენთვამ შესაძლოა შეაფერხოს მისგან ქლორის დიოქსიდის სწორი დოზებით გამოყოფა. გირჩევთ, დაუყოვნებლივ გამოცვალოთ პროდუქტი.

E.A Mask-ი შემთხვევით დამრჩა სარეცხის მანქანაში. რა უნდა გავაკეთო?

გახსნის შემდგომ, მოარიდეთ E.A Mask-ი წყალსა და აალებად მდგომარეობებს. რეცხვისას E.A Mask-მა შესაძლოა გამოიწვიოს სარეცხის ქსოვილების გაუფერულება; შესაბამისად, გახსოვდეთ, რომ სანამ თქვენს ტანსაცმელს სარეცხის მანქანაში შეყრით, მოიხსნათ E.A Mask-ი. გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით პროდუქტის ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას, E.A Mask-თან დაკავშირებული დამატებითი უსაფრთხოების საკითხების შესახებ.

E.A Mask-მა წყლით გაჟღენთვისას შესაძლოა დაკარგოს მისი სადეზინფექციო თვისებები და შეფერხდეს მისგან ქლორის დიოქსიდის სწორი დოზებით გამოყოფა. გირჩევთ, დაუყოვნებლივ გამოცვალოთ პროდუქტი.

Რამდენჯერ შემიძლია გამოვიყენო ECOM Wash-ი?

პირდაპირი გამოყენებისას ECOM Wash-ი 120 გარეცხვის განმავლობაში მოქმედებს. უბრალოდ მარტივად შეაგდეთ 2 ცალი ECOM Wash-ის ბადე პაკეტი თქვენს სარეცხ მანქანაში, რეკომენდებული 8 კგ-იანი რეცხვის ციკლის დროს. როდესაც დაამთავრებთ, უბრალოდ გაფინეთ გასაშრობად ორივე ბადე პაკეტი. ყველაფერი ძალიან მარტივია.

ახლახანს შევიძინე ECOM Room Mini. როგორ ჩავრთო?

  1. გახსენით დაბეჭდილი პაკეტი და ამოიღეთ ფილტრის ეკრანი.
  2. გახსენით უკანა სახურავი. ჩადეთ მისთვის განკუთვნილი ფილტრი. ჩვენი სპეციალური ფილტრის გამოყენება შეგიძლიათ გახსნიდან 3 თვის განმავლობაში.
  3. გახსენით ქვედა სახურავი. ჩადეთ ოთხი (4) ცალი მაღალი ხარისხის AA ელემენტი (ალტერნატივის სახით შეუძლია იმუშაოს USB კაბელის საშუალებით.)
  4. დარწმუნდით, რომ ქვედა და უკანა სახურავები დაკეტილია.
  5. დააჭირეთ ზედა ჩამრთველს, ლურჯი LED ნათურის ჩასართავად და დაიწყეთ ოპერაცია.

ჩართვის შემდეგ: იწყება ECOM Room Mini-ის ჰაერის გაწმენდის ციკლი – 5 წამიან მუშაობას მოყვება 35 წამიანი პაუზა. გაფილტვრის ეს ციკლი განმეორდება ავტომატურად. ლურჯი განათება გვანიშნებს, რომ ვენტილატორი ჩართულია და ქრება, როდესაც ვენტილატორი ჩერდება. ყველაფერი ძალიან მარტივია!

წითელი განათების ჩართვა: თუ ზედა ჩამრთველის ლურჯი განათება გაწითლდა, დროა, გამოცვალოთ ფილტრი და დააყენოთ ახალი ელემენტები. აი, ასეთი ადვილია!

ჯიბეში ან ჩანთაში ჩადების შემთხვევაში, იქონიებს თუ არა გავლენას ეს ფაქტი E.A Mask-ის და E.A Bear-ის ეფექტურობაზე?

E.A Mask-ის და E.A Bear-ის ჯიბეში ან ჩანთაში ჩადება იმოქმედებს ქლორის დიოქსიდის გამოყოფის კოეფიციენტზე, შედეგად შეამცირებს მის ეფექტურობას. E.A Mask-ი შეგიძლიათ დაიმაგროთ ტანსაცმელზე ან ხელჩანთაზე გარედან, ხოლო E.A Bear-ი, ზონრის საშუალებით ჩამოიკიდოთ კისერზე.

ხშირად დასმული კითხვები- გაგრძელება- Volume 2

რა არის ECOM-ი?

ECOM-ი არის პროდუქტი, რომელიც წარმოქმნის ქლორის დიოქსიდის აირს. ის ამცირებს ვირუსებს, მიკრობებს, ბაქტერიებს, ობს და უსიამოვნო სუნს.

შეიცავს თუ არა ECOM-ი მათეთრებელს? თუ კი, ეს საგანგაშო ხომ არაა?

ის არ შეიცავს ქლორის ნაწარმ მათეთრებელ რეაგენტს, მისი აქტიური რეაგენტი არის ClO2

შეთავსებადია თუ არა ECOM-ი სხვა პროდუქტებთან?

ECOM-ი ძირითადად შეიცავს აირად ქლორის დიოქსიდს, აქედან გამომდინარე, შეთავსებადია სხვა პროდუქტებთან.

როგორ ხდება ECOM-ის სტაბილიზაცია?

სტაბილიზაცია ხდება ფუძე მეტალის მარილით – ნატრიუმის ნიტრიტით.

რა არის ECOM–ის მთავარი სასარგებლო თვისებები?

ECOM-ის მთავარი სასარგებლო თვისებებია დეზინფექცია და სუნის გაქრობა.

გამოიყენება თუ არა ECOM-ი ჭრილობის სამკურნალოდ? როგორი ტიპის ჭრილობის?

რადგანაც ეს ფარმაცევტული და სამედიცინო პროდუქტი არაა, არ შეიძლება გამოვიყენოთ ჭრილობის სამკურნალოდ.

არის თუ არა ECOM-ი რაიმე მხრივ ტოქსიკური?

ის არ შეიცავს არანაირ ტოქსიკანტს.

რა არის ECOM-ის Ph ის მაჩვენებელი?

გელის ტიპის Ph არის 5-6, პორტატული ტიპისა კი – 10-11.

რა არის ECOM-ში აქტიური ელემენტი?

ECOM-ის აქტიური ელემენტი არის აირადი ქლორის დიოქსიდი.

რა არის ECOM-ის უსაფრთხოების დონე?

აირადი ქლორის დიოქსიდის უსაფრთხოების დონე დამოწმებულია FDA-ს და USDA-ს მიერ. WHO-ს JFCFA-ს და FAO-ს მიერ ასევე დამოწმებულია მისი უსაფრთხოება.

ამჟამად რომელ ქვეყნებშია ECOM-ი რეგისტრირებული?

ჯერჯერობით არცერთ ქვეყანაში.

რომელ ქვეყნებშია დაშვებული ECOM ის რეალიზაცია?

რეალიზაცია დაშვებულია ყველა ქვეყანაში მ.შ. აშშ და ევროკავშირი.ყველაზე მეტი მომხმარებელი ECOM-ს ყავს იაპონიაში,სინგაპურში და სამხ.კორეაში.
რამდენად ხშირად შეიძლება ECOM-ის გამოყენება
ამერიკის EPA-ს თანახმად, აირადი ქლორის დიოქსიდის გამოყენება შესაძლებელია შემდეგ პირობებში: ACCGIH TLV- TWA 0.1ppm (0.28mg/m3 ) 8 საათიანი ექსპოზიციის ზღვარი
TLV- STEL 0.3ppm (0.83mg/m3 ) 15-წუთიანი ექსპოზიციის ზღვარი

რა არის რეკომენდირებული დოზა?

ამერიკის EPA-ს თანახმად, აირადი ქლო
რის დიოქსიდის გამოყენება შესაძლებელია შემდეგ პირობებში: ACCGIH TLV- TWA 0.1ppm (0.28mg/m3 ) 8 საათიანი ექსპოზიციის ზღვარი.

TLV- STEL 0.3ppm (0.83mg/m3 ) 15-წუთიანი ექსპოზიციის ზღვარი

ECOM-ი სტერილურ რეაგენტადაა კლასიფიცირებული?
ეს არაა ფარმაცევტული ან სამედიცინო პროდუქტი, მიუხედავად ამისა, MOH-ის მიერ დამტკიცებულია როგორც სასტერილიზაციო საშუალება.

როგორ ინახება ECOM-ი?

მოარიდეთ მზის სხივებს და შეინახეთ გრილ ადგილას.

რა უნდა მივიღოთ მხედველობაში ECOM-ის გადაგდებისას?

ECOM-ის შიგთავსი უნდა გადააგდოთ არააალებად ნივთად.

რომელი მიკროორგანიზმის წინააღმდეგაა ECOM-ი ეფექტური?

ეფექტურია ბაქტერიის, ვირუსის, ობის სოკოს და სხვა მიკროორგანიზმების წინააღმდეგ.

აზიანებს თუ არა ECOM-ი ქსოვილებს?

ის არ აზიანებს ქსოვილებს.

იწვევს თუ არა ECOM-ი მუტაგენურობას?

ის არ იწვევს მუტაგენურობას.

არის თუ არა ცნობილი ECOM-ზე რაიმე გვერდითი ეფექტი, ალერგია, მგრძნობიარობა?

გვერდითი ეფექტები არაა დაფიქსირებული.

რითი განსხვავდება ECOM-ი სხვა სუპერდაჟანგული პროდუქტებისგან?

სუპერდაჟანგული თავისუფალი რადიკალია, ECOM-ი კი- არა.

აზიანებს თუ არა ECOM-ი ფიბრობლასტში ან ჭრილობაში დნმ-ს?

ის არ აზიანებს ფიბრობლასტში ან ჭრილობაში დნმ-ს.

არის თუ არა ECOM-ი დარეგისტრირებული იაპონიაში, მაგალითად იაპონურ სურსათისა და წამლის ადმინისტრაციაში ან სოფლის მეურნეობაში?

ECOM-ი ითვლება საერთო დანიშნულების საქონლად, აქედან გამომდინარე არ საჭიროებს დარეგისტრირებას იაპონიაში იაპონიის კანონმდებლობის თანახმად.

არის თუ არა ECOM-ი FDA-ს მიერ დამტკიცებული?

ECOM-ი არაა FDA-ს მიერ დამტკიცებული. FDA-ს ან WHO-ს თანახმად, ქლორის დიოქსიდი უნდა გამოიყენებოდეს შემდეგ პირობებში: ACCGIH TLV- TWA 0.1ppm (0.28mg/m3 ) 8 საათიანი ექსპოზიციის ზღვარი.
TLV- STEL 0.3ppm (0.83mg/m3 ) 15 წუთიანი ექსპოზიციის ზღვარი.

არის თუ არა ჩატარებული რაიმე კვლევა ECOM-ზე ვირუსების წინააღმდეგ?

ქლორის დიოქსიდი ბევრი ვირუსის წინააღმდეგაა გატესტილი და ბევრი საბუთი არსებობს, რომელიც ქლორის დიოქსიდის ეფექტიურობას ამტკიცებს.

მოქმედებს თუ არაECOM-ი ვირუსებზე, მაგალითად, კორონავირუსზე?

ქლორის დიოქსიდი გატესტილია პარავირუსების წინააღმდეგ და ის ეფექტურია.

რა დისტანცია უნდა შევინარჩუნოთ პორტატულ ECOM-თან იმისთვის, რომ იყოს ეფექტური ვირუსის წინააღმდეგ?

ECOM-ი ეფექტურია ერთ კუბურ მეტრზე, დახურულ სივრცეებში.

იმ შემთხვევაში, თუ ვიყენებთ სპრეი გამწმენდს, შეგვიძლია თუ არა ამავდროულად გამოვიყენოთ პორტატული გამწმენდი?

არ არსებობს რაიმე კონკრეტული პრობლემა ამასთან დაკავშირებით.

აღწევს თუ არა ქლორის დიოქსიდი ტოქსიკურ დონეს, როცა ECOM-ს იყენებენ საავადმყოფოში მომუშავენი – თუ ყველა მათგანი ერთდროულად გამოიყენებს ECOM-ს, მაგალითად, 5000 მომუშავე ერთ საავადმყოფოში?

ეს დამოკიდებულია სივრცულ განაწილებაზე, თუმცა, მიიჩნევა, რომ ის ტოქსიკურ დონეს არ მიაღწევს.

რითი განსხვავდება ECOM-ი ვერცხლის ხსნარისგან?

ვერცხლის ხსნარის ანტიბაქტერიული აქტივობა გამოწვეულია ვერცხლის იონით, აირადი ქლორის დიოქსიდი კი ჟანგვის მექანიზმით მოქმედებს.

რითი განსხვავდება ECOM-ი Hibic Lens-სგან (ქლორჰექსიდინის პროდუქტები)?

ქლორის დიოქსიდის სტერილიზაციის ძალა და ბაქტერიციდული ხარისხი უფრო ეფექტურია, ვიდრე ქლორჰექსიდინის პროდუქტების.

რითი განსხვავდება ECOM-ი Dakins-სგან (ანტისეპტიკი, ნატრიუმის ჰიპოქლორიტი)?

ქლორის დიოქსიდის გამასტერილებელი ძალა უფრო ეფექტურია, ვიდრე ნატრიუმის ჰიპოქლორიტის. ქლორის დიოქსიდი არ ქმნის ტოქსიკურ პროდუქტებს, მათ შორის არც ტრიჰალომეთანს.

გაქვთ თუ არა ქლორის დიოქსიდის რაიმე აირადი ფორმა სადეზინფექციო საშუალებად?

ამჟამად არ გვაქვს სპრეის ტიპის ქლორის დიოქსიდი, თუმცა, შესაძლებელია უახლოეს პერიოდში დაემატოს ასორტიმენტს.

არის თუ არა ECOM-ი დარეგისტრირებული ევროპაში, ამერიკასა და აზიაში? რომელ ქვეყნებში?

ECOM-ი ჯერჯერობით არაა დარეგისტრირებული არცერთ ქვეყანაში.

არის თუ არა პორტატული ECOM-ი ეფექტური სასუნთქი გზის ბაქტერული და ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ?

ქლორის დიოქსიდი ასევე ეფექტურია გრიპის წინააღმდეგ.

გახსნიდან რამდენი ხანი ინარჩუნებს პორტატული E.A Mask-ი ეფექტურობას?

E.A Mask-ი და E.A Bear-ი გახსნიდან ეფექტურია 1 თვე. სხვა მოდელები 2 დან 3 თვემდე.

გაქვთ თუ არა ინგლისურ ენაზე რაიმე პრეზენტაცია ECOM-ის ტექნიკური მონაცემების, ეფექტურობისა და სხვა იმ დეტალების შესახებ, რომლებიც მომხმარებლებისთვისაა მნიშვნელოვანი?

ჩვენ მოგაწვდით გარკვეულ პრეზენტაციას ინგლისურად ქლორის დიოქსიდის შესახებ.