კორონავირუსი: ცოტაოდენი ვაქცინა თუ ახერხებს ინფექციის პრევენციას – გაეცანით, თუ რატომ არ წარმოადგენს ეს პრობლემას

სტერილური იმუნიტეტი ნიშნავს, რომ იმუნურ სისტემას შეუძლია სრულიად შეუშალოს ხელი თქვენს სხეულში ვირუსის რეპლიკაციას, რაც ყველა ვაქცინას არ შეუძლია.

8 იანვარი 2021 წელი

ვაქცინები მედიცინის სასწაულია. ცოტა რამეს თუ შეუძლია დაიკვეხნოს იმდენი სიცოცხლის გადარჩენით, რამდენითაც ვაქცინას. თუმცა, შეიძლება გაგიკვირდეთ გაიგოთ, რომ ყველა ვაქცინა ერთნაირი დონის დაცვას ვერ გთავაზობთ. ზოგი ვაქცინა ხელს უშლის სიმპტომურ დაავადებას, ზოგი კი ინფექციისგანაც გიცავთ. ეს უკანასკნელი ცნობილია „სტერილური იმუნიტეტით“. სტერილური იმუნიტეტით, ვირუსი თქვენს ორგანიზმში ვერაფერს ვერ იზამს, რადგანაც იმუნური სისტემა ხელს უშლის ვირუსს უჯრედებში შესვლასა და გამრავლებაში.

დაავადების პრევენციასა და ინფექციის პრევენციას შორის შეუმჩნეველი, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ვაქცინა, რომელიც „უბრალოდ“ ხელს უშლის დაავადებას, არ უშლის ხელს სხვების ინფიცირებას მაშინაც კი, როცა თავს კარგად გრძნობთ, მაგრამ ვაქცინა, რომელსაც შეუძლია სტერილური იმუნიტეტის გამომუშავება, ვირუსს დასაწყისშივე აჩერებს.

იდეალურ სამყაროში, ყველა ვაქცინას შეეძლებოდა სტერილური იმუნიტეტის გამომუშავება. რეალობაში, ძალიან ძნელია ვაქცინის შექმნა, რომელიც ვირუსით ინფიცირებას მთლიანად შეაჩერებს. რუტინულ ხმარებაში გამოყენებადი ვაქცინების უმრავლესობა ამას ვერ ახერხებს. მაგალითად, ვაქცინები, რომელთა სამიზნეც ჩვილებში დიარეის გამომწვევი როტავიურია, მხოლოდ მწვავე დაავადებას უშლის ხელს. თუმცა, ესეც შეუფასებელია ვირუსის კონტროლის დროს. აშშ-ში, როტავირუსის მიზეზით განხორციელებული ექიმთან ვიზიტები 90%-ით შემცირდა 2006 წლის შემდეგ, როცა ვაქცინა გამოვიდა. მსგავსი სიტუაციაა პოლიოვირუსების დღევანდელ ვაქცინებთან დაკავშირებითაც, თუმცა, არსებობს იმედი, რომ ეს ვირუსი გლობალურად შეწყვეტს არსებობას.

სარს-კოვ-2-ის ვაქცინებმა, რომლებმაც ლიცენზია უნდა აიღონ (სტატია დაწერილია 8 იანვარს), აჩვენეს მაღალი ეფექტურობა დაავადების შემცირების კუთხით. მიუხედავად ამისა, ჯერ არ ვიცით, წარმოქმნიან თუ არა ეს ვაქცინები სტერილურ იმუნიტეტს. მოსალოდნელია, რომ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისთვის აუცილებელი მონაცემები მალე იქნება ხელმისაწვდომი მიმდინარე კლინიკური ცდებიდან. მაშინაც კი, თუ საწყის ეტაპზე სტერილური იმუნიტეტი წარმოიქმნება, ეს შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს, რადგანაც იმუნური პასუხი სუსტდება და ხდება ვირუსული ევოლუცია.

იმუნიტეტი ინდივიდებში

რას ნიშნავს სტერილური იმუნიტეტის არქონა მათთვის, ვინც ახალი კოვიდ-ვაქცინებით აიცრა? მარტივად ეს ნიშნავს, რომ თუ ვაქცინაციის შემდეგ ვირუსი შეგხვდებათ, შეიძლება დაინფიცირდეთ, მაგრამ სიმპტომები არ გქონდეთ. ეს ხდება იმის გამო, რომ ვაქცინით გამოწვეული იმუნური პასუხი ვერ შეაჩერებს სხეულში შემოსულ ვირუსულ ნაწილაკს გამრავლებისგან.

ზოგადად, მიიჩნევა, რომ სტერილური იმუნიტეტისთვის საჭიროა კონკრეტული ტიპის ანტისხეული – „მანეიტრალებელი ანტისხეული“. ეს ანტისხეულები ხელს უშლიან უჯრედში ვირუსის შესვლას და რეპლიკაციას. თუმცა, მაინფიცირებელი ვირუსი ვაქცინის ვირუსის იდენტური უნდა იყოს იმისთვის, რომ იდეალური ანტისხეული წარმოიქმნას.

საბედნიეროდ, ვაქცინაზე ჩვენი იმუნური პასუხი იმუნური სისტემის ბევრ სხვადასხვა უჯრედსა და კომპონენტს მოიცავს. მაშინაც ი, თუ ანტისხეულის პასუხი ოპტიმალური არაა, იმუნური მახსოვრობის სხვა ასპექტები ამოქმედდება ვირუსის შემოჭრის დროს. ეს მოიცავს ციტოტოქსიურ T უჯრედებს და არამანეიტრალებელ ანტისხეულებს. ვირუსული რეპლიკაცია შენელდება და, შედეგად, დაავადება შემცირდება.

ეს ვიცით გრიპის ვაქცინებზე წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევებიდან. ეს ვაქცინები, ჩვეულებრივ, წარმოქმნიან დაავადებისგან დაცვას, მაგრამ არააუცილებლად ინფიცირებისგან დაცვას. ეს ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ცირკულირებს გრიპის ვირუსის სხვადასხვა შტამი. ეს სიტუაცია შეიძლება განმეორდეს სარს-კოვ-2-ის შემთხვევაშიც. იმედისმომცემია, აღვნიშნოთ, რომ გრიპის ვაქცინები, სტერილური იმუნიტეტის ვერწარმოქმნის მიუხედავად, მაინც ძალიან ფასეულია ვირუსის კონტროლის კუთხით.

კორონავირუსის სიმძიმესა და დამცველობით იმუნიტეტს შორის არსებული ინვერსიული დამოკიდებულება.  Sarah L Caddy

იმუნიტეტი პოპულაციაში

სტერილური იმუნიტეტის არქონისას, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეთ სარს-კოვ-2-ის ვაქცინებს პოპულაციაში ვირუსის გავრცელებაზე? თუ ვაქცინაციის შემდეგ ასიმპტომური ინფექციები შესაძლებელია, არსებობს შიში, რომ სარს-კოვ-2 უბრალოდ გააგრძელებს იმდენივე ადამიანის დაინფიცირებას, როგორც მანამდე. ეს შესაძლებელია?

ასიმპტომატურად დაავადებული ადამიანები ვირუსს დაბალ დონეებზე წარმოქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ იდეალური დამოკიდებულებით ვერ აისახება, ჩვეულებრივ, მეტი ვირუსი უდრის მეტ დაავადებას. აქედან გამომდინარე, ნაკლებსავარაუდოა, რომ აცრილმა ადამიანებმა გადასდონ სხვებს იმდენი ვირუსი, რომ მწვავე დაავადება წარმოიქმნას. ეს ნიშნავს, რომ ასეთ დროს დაინფიცირებული ადამიანები ნაკლებ ვირუსს გადასცემენ მოწყვლად ადამიანს. ეს ნათლადაა ნაჩვენები ექსპერიმენტის სახით, რომლის დროსაც გამოიყენეს ვაქცინა, მისი სამიზნე კი იყო ქათმებში არსებული სხვა ვირუსი; როცა ქათმების გუნდის მხოლოდ ნაწილი იყო აცრილი, აუცრელი ქათმები აჩვენებდნენ ნაკლებად მწვავე დაავადებას და წარმოქმნიდნენ ნაკლებ ვირუსს.

ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ, სტერილური იმუნიტეტი ხშირად ვაქცინის დიზაინის საბოლოო მიზანს წარმოადგენს, იშვიათად თუ მიიღწევა. საბედნიეროდ, ამას არ შეუშლია ხელი მრავალი სხვადასხვა ვაქცინისთვის, შეემცირებინა ვირუსული ინფექციათა შემთხვევების რიცხვი წარსულში. ინდივიდებში დაავადების დონის შემცირება ამცირებს პოპულაციაში ვირუსის გავრცელებას და ეს, იმედია, მიმდინარე პანდემიას კონტროლის ქვეშ მოაქცევს.

სტატია თარგმნილია ინგლისურიდან,ორიგინალი იხილეთ აქ…