როგორ დავიცვათ ჩვენი და გარშემო მყოფების ჯანმრთელობა

        ვირუსის პერსონალური ბლოკატორი

მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე  – ეს იმ სიტყვათა კომბინაციაა, რომელიც სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, დღეს ყველაზე აქტუალურია და ყველაზე ხშირად გვესმის. მათ უკვე ქუჩებში გამოკრულ ბილბორდებზეც კი შეამჩნევთ. ახსნა არ სჭირდება, თუ რისგანაა გამოწვეულია მართლაც რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი.

Covid19-ის ვირუსთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და ჩვენს არსენალში კვლავ გვჭირდება ის იარაღები, რომლითაც მას დავამრცხებთ და კაცობრიობას თუ არა, სულ მცირე ჩვენს თავს და გარშემო მყოფებს მაინც დავიცავთ. მართალია, რაინდების პერიოდი დიდი ხნის წინ იყო, თუმცა ყველას გვიფიქრია ამ პერიოდზეც და რაინდულ ბუნებაზეც. ალბათ ფიქრობთ, რა კავშირშია ამ დროსთან და ბლოგთან ასეთი პარალელი, თუმცა რაზეც ახლა ვისაუბრებთ, ბევრისთვის შეიძლება სწორედ რაინდის სიმბოლოსთან, დაცვასთან და ფართან ასოცირდებოდეს. პირველი დანახვისას შესაძლოა, თქვენი ფიქრები სწორედ აქეთკენ წავიდეს.

დღევანდელობის რაინდად შესაძლოა სწორედ ეს ახალი მოწყობილობა – ვირუსის პერსონალური ბლოკატორი მოგვევლინოს. ეს ინდივიდუალური და კომპაქტური მოწყობილობა ჩვენს ირგვლივ ჰაერს წმენდს და გვიცავს მასში ასე გავრცელებული მიკრობებისა და ვირუსებისგან. რა შეიძლება იყოს ამაზე უნიკალური დამხმარე საშუალება თავის დასაცავად?

ვირუსის პერსონალური ბლოკატორი, რომლის შეძენა და განსაკუთრებით მოხმარება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, გვიცავს ვირუსული დავაადებებისგან. ისეთი დაავადებებისგან, როგორიც არის Covid 19, Influnza, ადენოვირუსი, რინოვირუსი და სხვა. ის ინფექციებსაც კი აგარიდებთ თავიდან. სპეციალური დამჭერის საშუალებით ის მარტივად მაგრდება საყელოზე, ჯიბეზე ან სულაც ჩანთაზე. მისი გამოყენება სამკერდე ნიშნის როლშიც არის შესაძლებელი. თქვენ მხოლოდ ერთი რამ გევალებათ: გახსნათ პროდუქტის ყუთი და განაცალკევოთ ის სპეციალური შეფუთვისგან, რის შემდეგაც მისი გრანულები მომენტალურად გააქტიურდება ჰაერთან შეხებისას.

მოუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და მასთან ერთად, თქვენს გარშემო მყოფთა ჯანმრთელობასაც.

ვირუსის პერსონალური ბლოკატორი