როგორ დავიცვათ სახლი მიკრობებისა და ვირუსებისგან?

ბლოკატორი

დღეს, ისე როგორც არასდროს, მთელმა კაცობრიობამ დააფასა ჯანმრთელობა და გაიაზრა მისი ფასი. რა თქმა უნდა, ის იყო და იქნება ყოველთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ  მსოფლიოში არსებული მოვლენებიდან გამომდინარე, მასზე კიდევ უფრო დაფიქრდა ხალხი. დღესდღეობით, თითოეული ადამიანი ზედმიწევნით ზრუნავს პირად ჰიგიენაზე, სხვის ჯანმრთელობაზე და ამ მხრივ მსოფლიოშიც გარკვეული ძვრები შეიმჩნა. უამრავი პროდუქტი შეიქმნა, რომელიც ადამინის ჯანმრთელობას იცავს და დაავადებების პრევენციას უწყობს ხელს. თუმცა, ეს ყველაფერი მაინც მსოფლიო დონეზე ხდება. ინდივიდუალურ დონეზე კი ყველას ჩვენ-ჩვენი მეთოდები და მიდგომები გაგვაჩნია, თუ როგორ დავიცავთ საკუთარ ჯანმრთელობას და როგორ მოვუფრთხილდებით თავს.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, თავიდან ავირიდოთ შესაძლო მიკრობები, იქნება ეს დახურულ სივრცეში, მანქანაში, სახლში თუ მაღაზიაში. არსებობს ისეთი ადგილები, რომლებზეც კონტროლი სრულიად ჩვენს ხელში არ არის, მაგრამ საკუთარ სახლში, მანქანაში ან ოფისში ნამდვილად შეგვწევს ძალა, თავიდან ავირიდოთ მიკრობები და მოვუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას.

ამისათვის  ერთ-ერთ საუკეთესო საშაულებას ეკომ სფეის ჰარეის გამწმენდი წარმოადგენს, რომელიც აშორებს მომწავლელ აირებს, თამბაქოს კვამლს და რაც მთავარია, წმენდს ჰაერს მიკრობებისა და ვირუსებისგან. თუმცა, მისი გამოყენება ეფექტურია მხოლოდ შიდა სივრცეებში, ამიტომ, შეგიძლიათ დაუფიქრებლად მოათავსოთ ის თქვენს სახლში და მაქსიმალურად დაიცვათ თავი ვირუსული დაავადებებისგან. ის ასევე ამცირებს ინფექციების რისკს  და ალერგენის ზემოქმედებასაც (ყვავილის მტვერი და სხვა).

ამიტომ, ნუ დააყოვნებთ მის შეძენას და შეუდეგით საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

ლიფტის სტერილიზატორი