მომსახურების წესები და პირობები

ძალაშია 2020 წლის 15 აპრილიდან

  1. ხელშეკრულების საგანი

1.1.     წინამდებარე  ხელშეკრულება, საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად,  არეგულირებს  ურთიერთობას

შპს „დიპიჯი“-ს, ს/კ 405336998, რომელიც წარმოდგენილია  ინტერნეტ-მაღაზია www.jp.ge-ის მეშვეობით (შემდგომში „საიტი“) და მის მომხმარებელს შორის (ორივე ერთად – „მხარეები“);

1.2.  წინამდებარე ხელშეკრულების წესებისა და პირობების დაცვით, მომხმარებელი აფორმებს შეკვეთას, ხოლო საიტი  მას შეთანხმებული საზღაურის სანაცვლოდ გადასცემს მის მიერ შერჩეულ პროდუქციას;

1.3 მომხმარებელი უფლებამოსილია, თავისუფალი ნების საფუძველზე, განაცხადოს უარი წარმოდგენილ წესებსა და პირობებზე, რაც ნიშნავს საიტის მომსახურებით სარგებლობაზე უარის თქმას.

  1. რეგისტრაცია და კონფიდენციალურობის პოლიტიკა

2.1. მომხმარებელი ადასტურებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის სრულწლოვანი  (18 წელს მიღწეული პირი);

2.2. მომხმარებელი jp.ge-ზე რეგისტრაციითა და შეკვეთის დროს, შესაბამისი ველების შევსებით თანხმდება, რომ საიტმა მიიღოს და კანონის შესაბამისად დაამუშაოს მისი პერსონალური ინფორმაცია – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი და საფოსტო მისამართი;

2.3. მომხმარებელი ვალდებულია, რეგისტრაციისა და შეკვეთისას სწორად მიუთითოს მოთხოვნილი ინფორმაცია. არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს;

2.4. ამ ხელშეკრულების 2.2. პუნქტში მითითებული ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად.

2.5. საიტი არ გადასცემს მომხმარებლის მიერ მიწოდებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას მესამე პირებს და გამოიყენებს მას მხოლოდ  შეკვეთის უსაფრთხო და ზუსტი მიწოდებისთვის, აგრეთვე მომხმარებლისთვის მის ელ-ფოსტაზე და ტელეფონის ნომერზე სარეკლამო ხასიათის შეტყობინებების გაგზავნისთვის.

2.6. სარეკლამო ხასიათის შეტყობინებების მისაღებად მომხმარებელმა უნდა გამოხატოს სურვილი და მზადყოფნა, ცალკე ველის მონიშვნის გზით. მომხმარებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს გააუქმოს ეს თანხმობა Unsubscribe from mailing list ბმულის საშუალებით.

  1. გამოწერა/შეკვეთის განხორციელება

3.1.  მომხმარებელი შესაბამისი ველების შევსების გზით რეგისტრირდება dp,ge-ს ვებ-გვერდზე

3.2. რეგისტრირებული მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქციას და გამოხატავს მისი შესყიდვის ნებას მისი კალათში დამატებით.

3.3.  კალათში დამატებულ პროდუქციას აქვს ღილაკი „შეძენა“, რომელზე დაჭერის შემდეგაც გამოჩნდება შეკვეთის განხორციელებისთვის საჭირო ინსტრუქციები.

3.4. მომხმარებელს შეუძლია შეკითხვებით მიმართოს საიტს jp.ge-ს ვებ-გვერდზე არსებული სასაუბრო ფანჯრის, მისი სოციალური ქსელის ან ელ-ფოსტის მეშვეობით.

3.4.1. მომხმარებელთან მიმოწერას საიტი ინახავს და არ გადასცემს მას მესამე პირებს.

  1. გადახდა/ შესყიდვა

4.1. ამ ხელშეკრულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ მომხმარებელი იხდის ვებ-გვერდზე მითითებულ პროდუქტის შესაბამის ღირებულებას და ამ ხელშეკრულების 4.2 და 4.3. პუნქტებით გათვალისწინებულ საფასურს.

4.2. ამ ხელშეკრულების 5.3. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების საფასური შეადგენს თბილისსა და მის შემოგარენში 5 ლარს (ხუთი ლარი), ხოლო საქართველოს დანარჩენ რაიონებში 8 ლარი ( რვა ლარი ).

4.3. მომხმარებლის მიერ 100 (ასი) ლარის და მეტის შენაძენის გაკეთების შემთხვევაში ზემორე პუქტით გათვალისწინებული საფასური ანულირდება და საიტი მიწოდებას მიახდენს უფასოდ, მხოლოდ ვებ-გვერდზე მითითებული პროდუქციის საფასურის გადახდის საფუძველზე.

4.4. საფასურის გადახდა ხდება ონლაინ, უნაღდო ანგარიშსწორებით;

4.5. ამ ხელშეკრულების 4.2 პუნქტით გათვალისწინებული  საფასური დამატებით გამოჩნდება შესყიდვის გაფორმებისას, მიწოდების სასურველი მისამართის არჩევის შემდეგ;

4.6. უნაღდო ანგარიშსწორების ვალდებულება შესრულებულად ითვლება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის დაკავების/ჩამოჭრის/ჩარიცხვის მომენტიდან.  შეკვეთა ამის შემდეგ მიღებულად ითვლება,

4.7. პროდუქციაზე საკუთრების უფლება მომხმარებელზე გადადის გადაცემისთანავე.

  1. მიწოდება და პროდუქტის/ თანხის უკან დაბრუნება

5.1. მომხმარებელის მიერ ამ ხელშეკრულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემდგომ, საიტი ვალდებულია, მიაწოდოს მას შეკვეთილი პროდუქცია; ამ ხელშეკრულების 5.3. პუქტში მითითებულ ვადებში.

5.2. მომხმარებელი ვალდებულია, სათანადო გრაფაში სწორად მიუთითოს მისამართი, სადაც მას სურს, რომ მიეწოდოს მის მიერ შეკვეთილი პროდუქცია;

5.3. საიტი იღებს ვალდებულებას, საკურიერო მომსახურების მეშვეობით  მიაწოდოს მომხმარებელს შეკვეთილი პროდუქცია მის მიერ მითითებულ მისამართზე,  თბილისსა და მის შემოგარენში შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო საქართველოს სხვა ქალაქებში და რაიონებში  შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ  7 (შვიდი) სამუშაო დღეში.

5.4. მიწოდებასთან დაკავშირებით კურიერი წინასწარ უკავშირდება მომხმარებელს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე და უთანხმებს მიტანის დროს;

5.5. იმ შემთხვევაში, თუ კურიერს მომხმარებელი წინასწარ შეთანხმებულ დროს არ დახვდება , მის მიერ მითითებულ მისამართზე ,მას გზავნილის ჩაბარების შემდგომ მცდელობაზე დამატებით მოუწევს ამ ხელშეკრულების 4.2. პუნქტით გათვალიწინებული საფასურის გადახდა;

5.6. თუკი მომხმარებლისათვის პროდუქციის გადაცემის  2(ორი) მცდელობა უშედეგოდ დასრულდება, მაშინ მომხმარებელი ვალდებულია, შეკვეთა 3 დღის ვადაში თავისი ხარჯით გაიტანოს მისამართიდან, რომელსაც მას საიტი აცნობებს მიწოდების მეორე,  უშედეგო მცდელობის შემდგომ. აგრეთვე საიტი, პირობების დარღვევისთვის, მას დააკისრებს ამ ხელშეკრულების 5.5. პუქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდასაც. მომხმარებლის მხრიდან გადახდაზე უარის შემთხვევაში, საიტი უფლებამოსილია, მას წინასწარ გადახდილი თანხიდან 10% დაუქვითოს, პირსაგამტეხლოს სახით, ხოლო გაქვითვის შემდეგ დარჩენილი თანხა დაუბრუნოს მომხმარებელს;

5.7. იმ შემთხვევაში, თუ საიტის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქცია არ შეესაბამება მის მიერ შეკვეთილი პროდუქციის სახეობას და/ან მათ ოდენობას, ან თუ დაზიანებულია პროდუქტის მთლიანობა, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს:

ა) მიწოდებული პროდუქციის შეცვლა, შეკვეთაში მითითებული ზუსტი და დაუზიანებული პროდუქციით, რა დროსაც საიტი იღებს ვალდებულებას, საკუთარი ხარჯით მოახდინოს მიწოდება.

ბ) შეკვეთის გაუქმება, რა დროსაც საიტი მომხმარებელს სრულად დაუბრუნებს მის მიერ გაუქმებული შეკვეთის შესაბამის თანხას.

5.8. მომხმარებელი ვალდებულია, პროდუქციის მიღებისთანავე შეამოწმოს, არის თუ არა მის მიერ მიღებული პროდუქცია   შეკვეთილი პროდუქციის სახეობებისა და რაოდენობის შესაბამისი და გარეგანი/მექანიკური დაზიანებების გარეშე. წინააღმდეგ  შემთხვევაში, მას არ ექნება წინამდებარე ხელშეკრულების 5.7. პუნქტით სარგებლობის უფლებამოსილება;

5.9.  მომხმარებლისთვის პროდუქციის გადაცემის დროს მხარეთა შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება მისთვის გადაცემული პროდუქციის შესაბამისობა მის შეკვეთასთან.

5.9.1. მიღება-ჩაბარების აქტი ძალაში შესულად ჩაითვლება, თუკი, მისი გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში  მომხმარებელი წერილობით არ შეატყობინებს საიტს, რომ  მიწოდებული პროდუქცია ნაკლოვანია .

5.10. მომხმარებელი ვალდებულია, მიღება-ჩაბარების აქტის ძალაში შესვლამდე, პროდუქციის მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) საათიში შეატყობინოს საიტს პროდუქციის ნაკლოვანების შესახებ, რის შემდეგაც:

5.10.1. საიტი ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან 2(ორი) დღის ვადაში შეამოწმოს პროდუქცია და თუ ის ნაკლოვანი აღმოჩნდა, აღმოჩენიდან 2 (ორი) დღის ვადაში  და, მომხმარებლის არჩევანის შესაბამისად:

ა)  საკუთარი ხარჯით შეცვალოს ეს პროდუქცია იმავე სახის უნაკლო პროდუქციით

ბ)  გააუქმოს შეკვეთა და მომხმარებელს აუნაზღაუროს ნაკლოვან პროდუქციაში გადახდილი თანხა სრულად.

5.10.2.  თუკი 5.10.1 პუნქტის ა) ქვეპუნქტში მითითებული ნაკლოვანების გამოსწორება ან პროდუქციის შეცვლა შეუძლებელია ან  მათი შეცვლა მიზანშეუწონლად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, საიტი უფლებამოსილია,  უარი თქვას წუნიანი პროდუქციის შეცვალაზე და დაწუნებულ პროდუქციაში გადახდილი თანხა  სრულად აუნაზღაუროს მომხმარებელს.  აგრეთვე დაიბრუნოს ნაკლოვანი პროდუქცია;

  1. გარანტია

6.1. jp.ge-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ პროდუქციაზე გარანტია არ ვრცელდება, გარდა 6.2. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6.2. ზემორე ხელშეკრულების 5.9.1 და 5.10 პუნქტებში მითითებული ვადები jp.ge-ზე განთავსებულ ელექტროხელსაწყოებზე შეადგენს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს.

7.მხარეთა პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება

7.1. დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, მხარეებს, ამ ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეკისრებათ პასუხისმგებლობა;

7.2. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან, თუ ვალდებულების დარღვევა გამოწვეულია იქნება დაუძლეველი ძალის მოქმედებით (ფორსმაჟორი);

7.2.1. ფორსმაჟორულ გარემოებებად ჩაითვლება  ომი, სამოქალაქო მღელვარება,, ბუნებრივი კატაკლიზმები, ბლოკადა, ეპიდემია, და სხვა მსგავსი მოვლენები, რომლებიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და მათი თავიდან აცილება შეუძლებელია.

7.2.2. ხელშეკრულებების პირობების დარღვევა ფორსმაჟორული გარემოებების  გამო არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას;

7.2.3. მხარეებს მოეთხოვებათ, რომ ვალდებულების შესრულების  შეუძლებლობისა და ფორსმაჟორის  შემთხვევაში შეატყობინონ მეორე მხარეს, დაუყოვნებლივ მაქსიმუმ 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ გარემოებების შესახებ საყოველთაოდ არის ცნობილი;

7.2.4. იმ შემთხვევაში, თუ ფორსმაჟორული გარემოების ხანგრძლივობა 10 (ათი) დღეზე მეტ ხანს გრძელდება, მხარეები განიხილავენ ხელშეკრულების მოქმედების მიზანშეწონილობას. მათი შეუთანხმებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას შეწყვეტის შესახებ, იღებს მხარე, რომლის მიმართაც ჯეროვნად არ სრულდება ვალდებულება. ხელშეკრულების ამგვარი შეწყვეტის დროს, მხარეები შეძლებისდაგვარად გონივრულ ვადაში უნაზღაურებენ ერთმანეთს ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეულ ხარჯებს.

  1. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და შეწყვეტა

8.1.წინამდებარე  ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებელის მიერ სათანადო წესით, ელექტრონულად, მასზე დათანხმების მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

8.2. წინამდებარე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია:

ა) მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ნებისმიერ დროს;

ბ) მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხეში დარღვევისას, თუ ეს მხარე მეორის მხარის ამიერ დანიშნული დამატებითი გონივრული ვადის ამოწურვის შემდეცგ არ ასრულებს ვალდებულებას ჯეროვნად;

გ) ამ ხელშეკრულებით და/ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

  1. დავების გადაწყვეტის წესი

9.1. ამ ხელშეკრულების საგანთან და შინარსთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, წყდება მხარეთა შორის ურთიერთმოლაპარაკების გზით.  წინააღმდეგ შემთხვევაში, დავა წყდება  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საქართველოს სასამართლოს მიერ.

  1. დასკვნითი დებულებები

10.1.  აღნიშნული   ხელშეკრულების  რომელიმე   მუხლის   ბათილად  ცნობა გავლენას არ  მოახდენს   ამ  ხელშეკრულების  დანარჩენი   მუხლების   ნამდვილობაზე;

10.2. ნებისმიერი საკითხი, რომელიც განსაზღვრული არ არის ამ ხელშეკრულებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

10.3. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა კომუნიკაცია უნდა წარიმართოს წერილობით, მხარეების მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით. ამასთან, მიმწოდებლის ელ. ფოსტაა: info@jp.ge ხოლო მომხმარებლის ელ. ფოსტაა – მის მიერ შეკვეთის განხორციელებისას დაფიქსირებული ელ.  მისამართი.

  1. პროდუქციის დაბრუნება

11.1 პროდუქციის დაბრუნება 14 დღის განმავლობაში
11.2 პროდუქციის დაბრუნება ყოველგვარი მიზეზის გარეშე
11.3 თანხის დაბრუნება 3 სამუშაო დღის განმავლობაში (მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ…)