ვისთვის არ შეიძლება კოვიდ-19-ის ვაქცინით აცრა?

დღეისათვის ხელმისაწვდომი ვაქცინები შესწავლილია სხვადასხვა ასაკის ზრდასრულებზე, მათ შორის მათზეც, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვთ, და, როგორც ჩანს, უსაფრთხოა. თუმცა, რამდენიმე ჯგუფია, რომელიც აცრას ჯერჯერობით უნდა მოერიდოს.

5 თებერვალი, 2021 – Linda Geddes

ვაქცინები საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ ჩარევის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზას წარმოადგენს, მაგრამ არსებობენ ინდივიდები, რომელთაც მათი მიღება არ შეუძლიათ. საბედნიეროდ, კოვიდ-19-ის არცერთი ვაქცინა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსაყენებლად დაამტკიცეს, არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს, ამიტომ, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის მათი მიღება უსაფრთხოა, განსხვავებით ყვითელი ცხელებისა და წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინებისგან. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს პოპულაციის დიდი ნაწილი შეიძლება დაცული იყოს სარს-კოვ-2-ის ვირუსისგან, რომელიც იწვევს კოვიდ-19-ს. მიუხედავად ამისა, მაინცაა რამდენიმე ჯგუფი, რომელიც აცრას ჯერჯერობით უნდა მოერიდოს, ან ფრთხილად აწონ-დაწონოს რისკები და უპირატესობები სამედიცინო მომსახურების მომწოდებელთან ერთად.

ადამიანები სპეციფიკური ალერგიებით

ადრეულ დეკემბერში, პფაიზერ-ბიონტექის ვაქცინის გამოყენება ადამიანებზე, რომლებსაც მწვავე ალერგიების ისტორია ჰქონდათ, დროებით შეჩერდა მას შემდეგ, რაც ორ ბრიტანელ ჯანდაცვის მუშაკს ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა. შემდგომ კვირებში, ბრიტანეთის სამედიცინო და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულაციების სააგენტომ განიხილა მონაცემები ვაქცინის საცდელი ეტაპიდან, რაც მოიცავდა ადამიანებს სერიოზული, თუმცა, დაუკავშირებელი ალერგიის ისტორიებით და ვერ იპოვა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა ანაფილაქსიური შოკის გაზრდილ რისკს. ნათქვამია, რომ ვაქცინა არ უნდა მიიღონ ადამიანებმა, რომლებსაც განუვითარდათ ალერგიული რეაქცია პირველ დოზაზე, ან მანამდე ჰქონდათ რეაქცია რომელიმე შემადგენელ კომპონენტზე. მსგავსად, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) გასცა რეკომენდაცია, რომ მხოლოდ ისინი არ უნდა აიცრან, ვისაც ჰქონდა ალერგიული რეაქცია კოვიდ-19-ის მრნმ-ვაქცინის პირველ დოზაზე, ან მის რომელიმე შემადგენელ კომპონენტზე, მაგალითად, პოლიეთილენგლიკოლზე (PEG) და მონათესავე მოლეკულაზე, სახელად პოლისორბატზე. მოდერნას ვაქცინაც შეიცავს PEG-ს, კოვიდ-19-ის ასტრაზენეკას ვაქცინა პოლისორბატ 80-ს, მონათესავე ემულგატორს, რომელიც ბევრი ვაქცინის, მათ შორის, გრიპის ვაქცინის შემადგენლობაში შედის. არ არსებობს მონაცემები, PEG-ზე ალერგიული პაციენტების რეაქციისა, ასტრაზენეკას ვაქცინაზე.

16 წელს ქვემოთ მყოფი ბავშვები

კოვიდ 19-ის შემთხვევებიდან, ბავშვები 3%-ზე ნაკლებს წარმოადგენენ და, როგორც წესი, ნაკლებად მწვავე დაავადებასა და უკეთეს პროგნოზთან გვაქვს საქმე, ზრდასრულებთან შედარებით, ამიტომ ამჟამად აცრისთვის პრიორიტეტულ ჯგუფად არ განიხილებიან. კოვიდ-19-ის ვაქცინები ჯერ არ გამოცდილა 16 წელს ქვემოთ მყოფ ბავშვებზე, ამიტომ არ არსებობს უსაფრთხოებისა ან ეფექტურობის მონაცემები. ამ მიზეზის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გასცემს ბავშვების აცრის რეკომენდაციას, მაშინაც კი, თუ ისინი მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. მიუხედავად ამისა, ამერიკის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის საერთო კომიტეტი ამბობს, რომ ბავშვები, რომელთაც ვირუსის შეყრისა და მძიმე დაავადების დიდი რისკი აქვთ, მაგალითად, ის ბავშვები, რომლებსაც მწვავე ნეირო-უნარშეზღუდულობის გამო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მზრუნველობა სჭირდებათ, უნდა აიცრან.

ვაქცინის საცდელი ფაზა ახალგაზრდა მოზარდებისთვის ამჟამად იგეგმება, ან უკვე აჰყავთ მოხალისეები, ამიტომ, დიდი ალბათობით, ეს რჩევა შემდეგ თვეებში შეიცვლება.

ადამიანები ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობით (pre-existing health condition)

მრავალ ქვეყანაში ვაქცინების უმეტესობას მესამე საცდელი ფაზის ავტორიზაცია აქვს მოპოვებული, რაც მოიცავს იმ მონაწილეებსაც, ვისაც აქვს წინასწარ არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორიცაა სისხლის მაღალი წნევა, დიაბეტი ან ასთმა. ეს კვლევები მიუთითებს, რომ ვაქცინები უსაფრთხოა და მსგავსი ჯგუფებისთვის ეფექტური.ნაკლებია ცნობილი HIV ინფექციის მქონე ადამიანებზე, ან მათზე, ვისაც სუსტი იმუნური სისტემა აქვს. ასეთი ადამიანების მხოლოდ მცირე რაოდენობა მონაწილეობს ვაქცინის საცდელ ფაზაში. არცერთი ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს, ამიტომ, არაა მიზეზი ვიფიქროთ, რომ მსგავს ჯგუფებში აცრა საფრთხის მომტანი იქნება. შესაძლებელია, რომ მათი იმუნური პასუხი უფრო სუსტი იყოს, შესაბამისად, ნაკლებად დაცულები აღმოჩნდნენ. ნოვავაქსის მეორე საცდელი ფაზის შუალედური შედეგები, აღმოჩნდა, რომ ამას ადასტურებს. ვაქცინა 60 %-ით ქმედითი აღმოჩნდა დაავადების პრევენციისთვის იმ ადამიანებში, რომლებსაც არ ჰქონდათ HIV, თუმცა, მხოლოდ 49.4 %, როცა ცდაში HIV ინფექციის მქონე ადამიანებიც ჩაერთნენ. მიუხედავად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მტკიცდება, მსგავსი ჯგუფები, ასევე, მეტად მოწყვლადები არიან, განუვითარდეთ კოვიდ-19 მწვავე ფორმით. ასე რომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც და დაავადების კონტროლის ცენტრიც იძლევა რჩევას, რომ ამ ადამიანებმა ვაქცინაციის გადაწყვეტილება თავიანთ ექიმებთან ერთად მიიღონ.

რაც შეეხება ორსულ ან ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებს

რადგანაც ორსული ქალები არ მონაწილეობდნენ ვაქცინების საცდელ ფაზებში, არაა საკმარისი მონაცემები დასკვნისთვის, არის თუ არა მათთვის აცრა უსაფრთხო. მიუხედავად ამისა, ორსულ ქალებში უფრო მაღალია კოვიდ-19-ის მწვავედ განვითარების რისკი, ვიდრე არაორსულ ქალებში. არსებობს ნაადრევი მშობიარობის მცირედი რისკი; არსებობს არგუმენტი, რაც ზოგიერთს ვაქცინების მიღებისკენ მოუწოდებს. მოდერნასა და პფაიზერის არსებული კვლევის განხილვის შედეგად, მეან-გინეკოლოგების ამერიკული კოლეჯი ამბობს, რომ მაღალი რისკ-ჯგუფის მქონე ორსული ქალებისთვის, რომლებიც ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფს წარმოადგენენ, აცრა არ უნდა იყოს მიუწვდომელი და ამ ჯგუფებში შემავალ მეძუძურ ქალებს უნდა შესთავაზონ.

მსგავსად, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გასცემს ორსული ქალების პფაიზერითა და მოდერნათი აცრის რეკომენდაციას, ნათქვამია, რომ პოტენციური რისკების შეფასების შედეგად, სამედიცინო მომსახურების მომწოდებელთან ერთად უნდა მოხდეს რისკებისა და დადებითი მხარეების აწონ-დაწონა თუ: ქალს აქვს ვირუსით დაავადების მაღალი შანსი, მაგალითად, სამსახურის გამო, ან აქვს დაავადების მწვავედ წარმართვის რისკი. ვაქცინა შეიძლება შესთავაზონ მეძუძურ ქალებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გასცემს რეკომენდაციას აცრის შემდეგ ძუძუთი კვების შეწყვეტაზე.

ბრიტანეთის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის საერთო კომიტეტმა ასევე განიხილა ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინის მონაცემები და მსგავს დასკვნამდე მივიდა. არ არსებობს არაცოცხალი ვაქცინების მიღების რისკი ძუძუთი კვების დროს, ამბობს კომიტეტი.

სტატია წარმოადგენს ავტორის მოსაზრებას.

სტატიის ავტორი : ლინდა გადდეს

თარგმანი: @nutsa ninua

სტატიის ორიგინალ ვერსიას ინგლიუსურ ენაზე გაეცნობით აქ…